ტარიელ ონიანი, ბადრი პატარკაციშვილი და კახი ასათიანის მკვლელობა - რას იხსენებს გაიაშვილი სკანდალურ ინტერვიუში

ტარიელ ონიანი, ბადრი პატარკაციშვილი და კახი ასათიანის მკვლელობა - რას იხსენებს გაიაშვილი სკანდალურ ინტერვიუში

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ი 23 მარტს თამაზ გაიაშვილის ბიზნეს-ისტორიას გაგაცნობთ. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იხსენებს, რომ შევარდნაძის პერიოდში, მისი ბიზნესპარტნიორის კახი ასათიანის მკვლელობამდე (2002 წლის 20 ნოემბერი), ავიაბიზნესის ხელში ჩაგდება რამდენიმე პირმა სცადა. მათ შორის იყვნენ ქურდული სამყაროს წევრები და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა გაიაშვილ-ასათიანთან.

ფრაგმენტი გადაცემიდან:

- შევარდნაძის პერიოდში, თქვენი ბიზნესის ხელში ჩაგდება უნდოდა ქურდულ სამყაროს, სახელდება ტარიელ ონიანი. იყო ეს ასე, თუ არა?

- კი, რა საკვირველია, ასე იყო და შემდეგ გამოჩნდა კიდევ, და როგორც მე ვიცი, ბადრი პატარკაციშვილსაც უნდოდა ჩვენი ბიზნესის ხელში ჩაგდება... მან მიგვიწვია მე და კახი ასათიანი სალაპარაკოდ, რომ მას უნდოდა ჩვენი ბიზნესის შესყიდვა, რაზეც კახი ასათიანმა უარი უთხრა.

- შემდეგ რა მოხდა?

- ერთი წლის შემდეგ, კახი, ნახეთ რომ აღარ არის...

იხილეთ ვიდეო

მეტი ინფორმაციისთვის|კახი ასათიანის მამის ჩაცხრილვის დეტალები - გასული ათწლეულის გამოუძიებელი სკანდალური საქმე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა