რა ხდება "ნაციონალების" აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე - ფოტორეპორტაჟი თავისუფლების მოედნიდან

რა ხდება "ნაციონალების" აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე - ფოტორეპორტაჟი თავისუფლების მოედნიდან

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. სცენის დამონტაჟება თბილისის საკრებულოს შენობის წინ ხდება. მის პარალელურად ამონტაჟებენ რამდენიმე დიდ მონიტორსაც, რათა აქციის მონაწილეებმა გამომსვლელთა ნახვა შეძლონ.

ამ წუთებში ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არ იმყოფებიან. "თავისუფლების მოედანზე" მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას, ამ წუთებისთვის გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ლესელიძის ქუჩის მიმართულებით, რომელიც სამართალდამცველებს ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.

თავისუფლების მოედანზე, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართება.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება – ერთი, ვარდების მოედანზე, მეორე კი ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.

აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

VIDEO

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა