"რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ბოროტებას მისტირიან" - ღარიბაშვილის კომენტარი "ნაციონალების" აქციაზე

"რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ბოროტებას მისტირიან" - ღარიბაშვილის კომენტარი "ნაციონალების" აქციაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე აპირებენ შეკრებას, წარსულს, ბოროტებას და ქვეყნის განუვითარებლობას მისტირიან.

როგორც ღარიბაშვილმა მარნეულში განაცხადა, ხელისუფლება არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მისცემს საშუალებას, ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეაფერხოს.

"დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით. ისინი მისტირიან წარსულს, ისინი მისტირიან ბოროტებას, ისინი მისტირიან არ განვითარებას. ჩვენ კი დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული. ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ პატივისცემა, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალა ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის. გვჯერა, ძლიერი საქართველოს და ძლიერი რეგიონის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა, რომელიც მარნეულში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ადგილობრივებისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა