რატომ იტირა ჟვანიამ და ვის დაავალეს "ვარდების რევოლუციისას" ხალხისთვის ზურგიდან სროლა?!

რატომ იტირა ჟვანიამ და ვის დაავალეს "ვარდების რევოლუციისას" ხალხისთვის ზურგიდან სროლა?!

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი რევოლუციის მოწყობით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას. - ასე მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი, რომლებიც პარალელს "ვარდების რევოლუციის" მომზადების რიგ დეტალებთან ავლებენ, თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში ვითარება 2003 წლისგან ბევრად განსხვავებულია და მათი მცდელობა მცდელობად დარჩება. მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადებოდა, გადავწყვიტეთ, "ვარდების რევოლუციის" გახსენება უშიშროების იმჟამინდელი მინისტრისთვის ვალერი ხაბურძანიასთვის გვეთხოვა. ის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს, ხოლო დაფინანსების მოპოვებას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისგან ცდილობს.

- ბატონო ვალერი, დღევანდელი გადასახედიდან ბევრი მიიჩნევს, რომ "ვარდების რევოლუცია" არ უნდა მომხდარიყო. ამბობენ იმასაც, რომ უშიშროების სამინისტრომ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, დაკისრებული ფუნქცია ჯეროვნად ვერ შეასრულა?

- უშიშროების ფუნქციაა ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილოს, რაც ჩვენი მხრიდან შესრულდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რომ შინაგან ჯარს პარლამენტი ალყაში მოექცია. ჯარშემორტყმული პარლამენტი ყოველთვის საფრთხის შემცვლელია, ამ დროს შეიძლება ადამიანები დაიღუპონ. ეს გადაწყვეტილება შევარდნაძემ და შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა უჩემოდ მიიღეს. მოგეხსენებათ, სააკაშვილმა პარლამენტში 36 ადგილი მიიღო. თუმცა, შემდეგ ვაჭრობა წავიდა და ცდილობდნენ, მხოლოდ 30 ადგილი მიეცათ. მე ვთქვი, რომ ის 6 ადგილიც მივცეთ-მეთქი, ამით სააკაშვილი გამარჯვებული მაინც ვერ იქნებოდა... არ დამიჯერეს, კაპიტულიანტი და პანიკიორი მიწოდეს. ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთო. რა ძალა უნდა გვეჩვენებინა, როცა ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. შინაგანი ჯარის ბიჭები ჩაუცმელები, კედებით წვიმაში იდგნენ და რაციაში გვაგინებდნენ. იმ დღეს შინაგანი ჯარის ორი კორდონი იყო, ერთი პარლამენტთან, მეორე - კანცელარიასთან. მათ უკან სახელმწიფო სპეცსამსახურების გაძლირებული დაცვა იდგა. როგორც კი პირველ კორდონზე ხალხის შეტევა დაიწყო, კობა ნარჩემაშვილს დავურეკე. გავაფრთხილე, ხალხს ქვიშით დატვირთული მანქანები მოჰყავს და შენს ავტობუსებს გაათრევენ და შეტევა დაიწყება-მეთქი. ჯარის პირველი კორდონი ხალხმა ყოველგვარი წინააღდეგობის გარეშე გაარღვია და კანცელარიას მიადგნენ. კობასკენ ფიზიკურად იწევდნენ. სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. მქონდა ინფორმაცია, თუ პირველ ნაკადს ხალხი ვერ გაარღვევდა, მაშინ რამდენიმე ნაძირალას - ახალაიების, სანოძის გვარები სახელდებოდა, იარაღები ჰქონადათ და ხალხისთვის ზურგიდან უნდა ესროლათ, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა. ცხადია, ეს ჯარს დაბრალდებოდა. მადლობა ღმერთს, შინაგანმა ჯარმა ხალხს წინააღმდეგობა არ გაუწია. ამასობაში მეორე კორდონთან მივიდნენ. სამინისტროდან გამოვიქეცი და პარლამენტთან მივედი. ზურაბ ჟვანია დავინახე, ვუთხარი აქ რაღაც უბედურება მოხდება, ხალხსა და სახელმწიფო სპეცსამსახურის პირებს შორის კორიდორი გავაკეთოთ-მეთქი. შემდეგ პარლამენტში შევედი, შევარდნაძე საპრეზიდენტო სიტყვას ასწორებდა. ვუთხარი, ბატონო ედუარდ, ძალიან ცუდადაა საქმე, ჩათვალეთ, კანცელარია აღებულია-მეთქი. ვალერი, შენ სულ პანიკიორობო... ახლა სხდომას გავხსნი და მაგათ სეირს ვაჩვენებთო. გაიცინა და გავიდა. ამას სოფო შევარდნაძე ვიდეოთი იღებდა. ამასობაში, სააკაშვილმა და დანარჩენმა

დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ნარჩემაშვილი დეპუტატებს არჩევდა, თუმცა, ისინი შევიდნენ თუ არა, მათ ზღვა ხალხი მიაწვა და დეპუტატების განცალკევება ვერ მოხერხდა. კობასა და სააკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, ხალხმა მხარი სააკაშვილს დაუჭირა. კობა მიხვდა, რომ მისი ფუნქცია ამოიწურა და შსს-ში წავიდა. ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს კობა ბოლომდე შევარდნაძეს ედგა და მე მოღალატე ვიყავი. სად იყო ჩემი მოღალატეობა? ჩემზე დაკისრებული ფუნქცია ბოლომდე შევასრულე, ჩემი თანამშრომლები მომიტინგეებს შორის იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვინმეს იარაღი ხომ არ ჰქონდა.

სრული ტექსტი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა