როგორ მოემართებიან "ნაციონალების" მხარდამჭერი კოლონები რეგიონებიდან და რამდენი არიან ისინი

როგორ მოემართებიან "ნაციონალების" მხარდამჭერი კოლონები რეგიონებიდან და რამდენი არიან ისინი

განახლებული ინფორმაცია| უახლესი ფოტომასალა აქციიდან: ლიდერები, ხალხი, შეძახილები და სხვა დეტალები მსვლელობიდან

თბილისში, "კოლმეურნეობის მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი დაახლოებით 15:00 საათზე "თავისუფლების მოედნისკენ" მსვლელობას მოაწყობენ.

ამ წუთებში, "კოლმეურნეობის მოედანზე" ელოდებიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ქვემო ქართლიდან და კახეთიდან, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა. ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერი.

ქუთაისიდან თბილისისკენ "ნაციონალური მოძრაობის" კოლონა საათნახევრის საათის წინ დაიძრა. მსვლელობის წინ, ორგანიზატორები ქუთაისის რამდენიმე უბანში შეიკრიბნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი თევდორაძემ განუცხადა, ქუთაისიდან აქციაზე დასასწრებად 2500 ადამიანი გაემგზავრა. მათ გზადაგზა იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან შეუერთდებიან მიკროავტობუსები და მსუბუქი მანქანები.

გივი თევდორაძის თქმით, ჯერჯერობით გზაზე რაიმე დაბრკოლება არ ექმნებათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიზნით ავტომანქანების კოლონა ზუგდიდიდანაც დაიძრა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან აქციის ორგანიზატორებზე დაყრდნობით იუწყება, დედაქალაქის მიმართულებით 3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა.

"3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან. მთლიანობაში აქციაზე სამეგრელოდან 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნება წარმოდგენილი", - განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამარშუტო ტაქსის მძღოლებზე გარკვეული სახის ზეწოლებს, თუმცა, გუნავას თქმით, მათ ხალხის წაყვანა მაინც მოახერხეს.

გუნავას ინფორმაციით, დღეს დილით გამგზავრებასთან დაკავშირებით შეფერხება იყო ხობში, კერძოდ მისი თქმით საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩერა და 4 ადამიანი ჩამოსვა.

თავისუფლების მოედანზე, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია 16.00 საათზე გაიმართება.

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა