"ნაციონალური მოძრაობა" სექტაა და უნდა გაქრეს" - ვინ უდგას სათავეში "ნაციონალების" კონტრაქციას

"ნაციონალური მოძრაობა" სექტაა და უნდა გაქრეს" - ვინ უდგას სათავეში "ნაციონალების" კონტრაქციას

საზოგადოებივი მაუწყებლის წინ კოალიცია "ერთსულოვნების" ორგანიზებით, "ნაციონალური მოძრაობის" აქციის კონტრაქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ასევე გროვდება ხელმოწერები. როგორც კოალიციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვეფხვია ღვალაძემ "ინტრეპრენსიუსს" განუცხადა, ხელმოწერების შეგროვების მიზანია იმის მოთხოვნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სექტაა და უნდა გაქრეს.

აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ "დიდი რაოდენობით ხელმოწერის შეგროვებას შეძლებენ, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში".

აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" უფლება არ აქვს მაშინ როცა მოესურვება აქცია გამართოს. კვიციანის აზრით, ამის წინააღმდეგ ყველა პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უბრალო ადამიანები გაერთიანდებიან.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა მას კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, კვიციანის თქმით, ამის შესახებ ერთ კვირაში ისაუბრებს.

"ჩვენ გამოვთქვამთ პროტესტს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. მე მივალ ნებისმიერ აქციაზე, სადაც გამოვლენ და იტყვიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში არ უნდა არსებობდეს, რომ ისინი მოღალატეები არიან. მე მათ გვერდით ვიქნები ყოველთვის, ვინც ამას იტყვის", - განაცხადა კვიციანმა და აღნიშნა, რომ კონტრაქციის მონაწილეები ხელისუფლებას მკაცრად მოსთხოვენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება მოხდეს.

"ერთსულოვნების" აქციის გამო კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული არ არის. აქციის მონაწილეები ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი გზის სავალ ნაწილზე იმყოფებიან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა