"ნაციონალებისა" და მათი ცნობილი მხარდამჭერების ყიჟინა Facebook-ზე - ვინ რას წერს აქციის შესახებ

"ნაციონალებისა" და მათი ცნობილი  მხარდამჭერების ყიჟინა Facebook-ზე - ვინ რას წერს აქციის შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქტიურად მოუწოდებენ მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე მისვლას.

  • Facebook/გივი თარგამაძე:
აბა, თბილისო! ჩემო საყვარელო, მრავალნაცადო, ბრძენო თბილისო. დღეს ისევ მთელი საქართველო იკრიბება შენს გულში. მთელი საქარველო უკვე გზადაა შენსკენ. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სამაგალითო მასპინძლობა. მრავალს კიდევ უფრო მრავალნი დავხვდეთ, ხმა შევუერთოდ და თავკერძა ვიგინდარას შუშის სასახლე ერთი კარგად დავუზანზაროთ! 16 საათი ახლოვდება. უკვე დროა, ავმოძრავდეთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ, სახლში არავინ დაგვრჩეს, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვარდების მოედნიდან, რუსთაველით, თავისუფლების მოედანზე, ოჯახებისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის!

  • Facebook/ზურაბ ჭიაბერაშვილი:
თავისუფლებას დიდება!

დიდება თავისუფლებას!

  • Facebook/ გოგა ხაჩიძე:
დღეს სტრატოსფეროში გაემგზავრება 19 მინისტრი და 1 პრემიერ-მინისტრი.

  • Facebook/  მიხეილ სააკაშვილი:
დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას.

ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!

რაც შეეხება პარტიის ცნობილ მხარდამჭერებს, "ჩვენ მოვედით" - შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ამ სახელწოდებით,  "ნაციონალების" მხარდამჭერმა და პარტიის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მისულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა. ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად, აქციას სხვა ცნობილ მხარდამჭერებიც შეუერთდნენ, მათ შორის არიან დავიდ დეფი გოგიბედაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აჩიკო გულედანი, ნიკა ქავთარაძე და სხვა...

ასევე დაგაინტერესებთ| "აი, ამიტომ მივდივარ აქციაზე, თორემ ჩემი ქმარი ევროპაში მირჩევნია" - ნანუკა ჟორჟოლიანის მოტივი, რატომ უერთდება "ნაციონალებს"

  • Facebook/ ნიკა ქავთარაძე
ნაღვლის ბუშტი მაწუხებს და როგორც გავიგე, აქციაზე მისულებს თავის ფასში შეეძლებათ ორგანოების ყიდვაო. ხოდა მივალ :), - წერს ქავთარაძე.

უახლესი ინფორმაცია|

ფოტომასალა აქციიდან: ლიდერები, ხალხი, შეძახილები და სხვა დეტალები მსვლელობიდან

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

მომზადებულია Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვყნებული სტატუსების მიხედვით