აქციის მონაწილეები და ლიდერები ფოტოობიექტივში - პოლიტიკური ჟინისა და განწყობის ამსახველი 8 ფოტო

აქციის მონაწილეები და ლიდერები ფოტოობიექტივში - პოლიტიკური ჟინისა და განწყობის ამსახველი 8 ფოტო

"თავისუფლების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის აქციის მონაწილეებს უკვე მიმართეს გიგა ბოკერიამ, ირმა ნადირაშვილმა, გოკა გაბაშვილმა, ნიკა მელიამ და დავით ბაქრაძემ.

საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ერთი მდიდარი ავანტურისტის ექსპერიმენტზე იცხოვროს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველო გააჩერა.

"გაუფასურდა ლარი, ჩამოიშალა ეკონომიკა, შეაჩერეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ციხეში ჩაყარეს პოლიტიკური ოპონენტები, აქ არის ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სამსახურიდან მარტო იმიტომ გამოუშვეს, რომ თავისი ნათესავები მიეღოთ. მათ დააბრუნეს კორუფცია და არქივიდან ამოქექეს სიტყვა "სეკვესტრი". მათ შემოიღეს ბრიყვული სავიზო რეგულაციები, შელახეს პოლიციის იმიჯი, გაურიგდნენ "კანონიერ ქურდებს" და დღეს საქართველო აქციეს იმ ქვეყნად, სადაც თვითმფრინავებიდან "კანონიერი ქურდები" ქრებიან და არც კი რცხვენია კალაძეს მისი დავალებით "კანონიერ ქურდებს" ხვდებიან და აცილებენ, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

გთავაზობთ "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორების ფოტორეპორტაჟს აქციის მიმდინარეობიდან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა