ბიძინა ივანიშვილი - მოვახერხე, რომ ვერავის გაებედა, სასამართლოს საქმეებში ჩარეულიყო

ბიძინა ივანიშვილი - მოვახერხე, რომ ვერავის გაებედა, სასამართლოს საქმეებში ჩარეულიყო

მოვახერხე, რომ ვერავის გაებედა და არც კი ეფიქრა, ჩარეულიყო სასამართლოს საქმეებში, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30-ში" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დემოკრატიული წესით არჩევა და სასამართლოს მიმართ ხელისუფლების მიდგომა განაპირობებს, რომ სასამართლო უახლოეს დროში იქნება ისეთი, როგორიც ეკადრება საქართველოს.

"საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, რომ საქართველოში აღდგეს სამართალი. თუ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი იქნება გადაჭარბებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა. დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს გარეშე სამართლიანობა ვერ აღდგება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში მოხდა უზენაესი მოსამართლის არჩევა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, ისე, როგორც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში. "ეს მისასალმებელია და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს სწორი განვითარებისთვის. ეს დააჩქარებს იმ პროცესებს, რომელსაც ელოდება საზოგადოება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის თქმით, სასამართლო უნდა იყოს ხელშეუხებელი და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს საშუალება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. "ჩვენ თუ არ გვინდოდა მიგვეღო მსგავსი, რაც მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს, ეს იყო სწორი გზა. ვცდილობდი სასამართლოს მხარდაჭერას, ხელფასების მომატების ინიციატორი მე ვიყავი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი როგორ ღებულობდნენ ჩემს მიმართ გადაწყვეტილებებს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კორექტულობა დამეცვა. ასეთი მოპყრობით მოსამართლეებს ვახსენებდით, რომ სასამართლო უნდა იყოს ხელშეუხებელი და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს საშუალება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა