"მოვა დრო, ჩვენც განახებთ გადავსებულ მოედნებს" - ალექსი პეტრიაშვილი "ნაციონალებთან" თანამშრომლობსა და სახელისუფლებო კრიზისზე

"მოვა დრო, ჩვენც განახებთ გადავსებულ მოედნებს" - ალექსი პეტრიაშვილი "ნაციონალებთან" თანამშრომლობსა და სახელისუფლებო კრიზისზე

"ხელისუფლება ამოწურულია და მთავრობა უნდა გადადგეს", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა "იმედის კვირაში" სტუმრობისას განაცხადა.

"თავისუფალი დემოკრატები ვიყავით პირველები, ვინც ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და მოვითოხოვეთ მთავრობის გადადგომა. ვინაიდან ისინი ვერ უმკლავდებიან ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს და არა აქვთ გეგმა იმ ვითარებიდან გამოსასვლელი, რომელიც არის დღეს შექმნილი ქვეყანაში, ვინაიდან კლასიკური გაგებით ამას შეიძლება არ ქვია ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვითარება არის ძალიან მძიმე...

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კონკრეტულ თემებზე, რომლებიც არის ორიენტირებული ამ ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანაზე. ჩვენ გვექნება შეთავაზებები, რომლებზეც უარის თქმა მათ გაუჭირდებათ. ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს. გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძარობაც" ასე თვლის, მაგრამ ჩვენ მას არ შევუერთდებით არცერთ შემთხვევაში. "ნაციონალები" და "ოცნება" ერთმანეთს კვებავენ, ერთისგან იქმნება მტრის ხატი, მეორე ირგებს წამებულის და ტანჯულის მანტიას, ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ და ამით ცდილობენ, რომ გავიდნენ ფონს. არცერთს არ გამოუვა", - აღნისნა პეტრიაშვილმა.

ოპოზიციონერმა შალვა რამიშვილის შეკითხვას, აქვთ თუ არა მისი პარტიის წარმომადგენლებს კონსულტაციები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან, უარყოფითად უპასუხა.

"ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან და მათ არცერთ წარმომადგენელთან კონსულტაციები არ გვაქვს...

ეს არც "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნაა და არც "ნაციონალების", ზოგადად ქვეყანაში შექმნილი ვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ეს არის ფუნქცია დაკარგული, გეგმის არმქონე ხელისუფლება", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

ალექსი პეტრიაშვილს გადაცემის მეორე წამყვანმა, ეკა ხოფერიამ 21 მარტს გამართული აქცია შეახსენა და აღნიშნა, რომ მის პარტიას ჰყავს ძლერი კონკურენტი ოპოზიციურ ფრონტზე "ნაციონალური მოძრაობის" სახით.

"ძალიან კარგი, მე საერთოდ არ მაინტერესებ ციფრები, როდესაც მოვა ამის დრო, ჩვენ განახებთ გადავსებულ მოედნებს აუციელბლად. ჩემთვის "ნაციონალური მოძარობა" არის წარსული. დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ წარმოადგინოს ან გეგმა. არ მინდა აპოკალუპტური სურათი შევქმნა. დღეს ხელისუფლება გაყუჩულია იმ მდგომარეობით, რომ მეტნაკლებად ამ ლარის კურსის შენარჩუნება ხდება. რეალურად ეს ვითარება შეიცვლება და დამძიმედება, უფრო რთული მდგომარეობა მოდის. ამას სჭირდება დონორებთან ლაპარაკი, ინფრასტრუქტურული პროექტები, როუდ-შოუები, ინვესტორებთან სიარული და  ხელსიგულზე ტარება. მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად არ კეთდება, ეს ხელისუფლება ამოწურულია და მთავრობა უნდა გადადგეს", - განცხადა ალექსი პეტრიასვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა