ბიძინა ივანიშვილი - ტყუილად აქვთ ეიფორია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან

ბიძინა ივანიშვილი - ტყუილად აქვთ ეიფორია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან

ტყუილად აქვთ ეიფორია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30-ში" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების შემობრუნებას არავინ მიიღებს.

"მოსვლა რომ უნდათ, რა უნდათ, რაც ჰქონდათ ისევ?! ასეთი ბრიყვები ჰგონიათ საქართველოს მოსახლეობა?! ტყუილად აქვთ ეიფორია. როგორ შეიძლება მოვლენები ასე მალე მიჩქმალდეს?! რისი ნოსტალგია აქვთ ქართველებს, იმის, რაც ხდებოდა ციხეებში?! ამიტომ უნდა დაბრუნდნენ?!", - განაცხადა ივანიშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება, სააკაშვილისა და გუშინდელი დემონსტრანტების მეთაურობით, სწორედ რომ მთელ პოლიტიკას ციხეებით აწყობდნენ.

"პენიტენციური სისტემა არის დღეს პრინციპულად განსხვავებული. სისტემა, რომელიც იყო, დაინგრა. პრინციპულად შეიცვალა დამოკიდებულება. წინა ხელისუფლება, სააკაშვილისა და გუშინდელი დემონსტრანტების მეთაურობით, სწორედ რომ მთელ პოლიტიკას ციხეებიდან აწყობდნენ. ციხეები იყო ლაკმუსის ქაღალდივით. ეს წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ამის მსგავსს არასდროს დავუშვებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აბსოლუტურად შეგნებულად სვამდა უდანაშაულო ხალხს ციხეებში, რომ ვითომ წესრიგს ამყარებდნენ და ამით ამაყობდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა