"მოძალადეებს უფლება მივეცით ასე თავხედურად გამოსულიყვნენ" - ივანიშვილი 21 მარტის აქციასა და მთავრობაში ნეპოტიზმზე

"მოძალადეებს უფლება მივეცით ასე თავხედურად გამოსულიყვნენ" - ივანიშვილი 21 მარტის აქციასა და მთავრობაში ნეპოტიზმზე

5-7 ათასი ადამიანის მოგროვებით, პრინციპში, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ საპროტესტო აქციას.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სრულიად უმიზეზოდ მოითხოვა ხელისუფლების გადაყენება.

"იმიც, რაც მოაგროვეს, 5 თუ 7 ათასი ადამიანი, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან. ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და აბსოლუტურად უმიზეზოდ მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, გადადგომას. აკო მინაშვილმა თქვა, ჩააბარეს აფხაზეთი და ოსეთიო. ასეთი ცინიზმის ატანა ძალიან რთულია", - აღნიშჯა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ აჩვენა როგორი კულტურული ხალხია, როდესაც მოძალადეებს დემონსტრაციის ჩატარების უფლება მისცა. "გუშინ ჩანდა საზოგადოების ზრდა და როგორ ლაღად და იუმორით უყურებს ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ცდილობს ისინი სიცრუეში ამყოფოს. ნახეთ, როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები?! მოძალადეებს მივეცით უფლება დემონსტრაცია ჩაეტარებინათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, უფასო ფული კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. 800 მილიონი უფასო და იაფი ფული სოფლის მეურნეობაში უკვე გაიცა.

"როდესაც 1, 2 ან 3 პროცენტია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. ეს უფასო კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. წახალისების მხრივ მთავრობაც კიდევ უფრო აქტიურობს. უფასო ფული გაცილებით უფრო მეტი უნდა შემოვიდეს ეკონომიკაში. არჩევნების პროცესში მე ვპირდებოდი მოსახლეობას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაკეთებდი დახმარებას, სუბსიდირებას და ვპირდებოდი, რომ იქნება 7-წლიანი კრედიტებიც, 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები. 800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს. მთავრობის მიერ გაცილებით უფრო დიდი პროექტი მზადდება, რომელიც გაცილებით დიდ თანხებზეა გათვლილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავხედურად ცდილობს დაამახინჯოს ეს ტერმინი. "თვითონ ხდებიან საცოდავები და სასაცილოები", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ ისევ იქნება ისეთივე ფაქტები, როგორც იყო ზვიად ჯანყარაშვილთან მიმართებაში, რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

როგორც ივანიშვილმა მთავრობაში ნეპოტიზმზე საუბრისას განაცხადა, მისი ერთ-ერთი გეგმა ნეპოტიზმზე მუდმივი კონტროლია.

"პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ძალის მქონე ფიგურაა დღევანდელი კონსტიტუციით და მისგან უნდა იწყებოდეს პირველ რიგში კანონის დაცვა. ვისაც მეტი აქვს ძალაუფლება, კანონიც პირველ რიგში მან უნდა დაიცვას. ჯანყარაშვილის თაობაზე კომენტარი მანაც გააკეთა, მეც მომიწია განმარტებების კეთება. როდესაც საზოგადოებისთვის აღარ იყო მისაღები, პრემიერმა გააკეთა დასკვნა და მიიღო გადაწყვეტილება. ასეთი ფაქტები თუ იქნება, კიდევ გავაკეთებთ რეაქციას. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ ყოველთვის გვექნება კონტროლი ნეპოტიზმზე", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ გავრცელდება ინფორმაცია ნეპოტიზმთან დაკავშირებით, "20/30"-ის ჯგუფი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი - ტყუილად აქვთ ეიფორია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან

ბიძინა ივანიშვილი - მოვახერხე, რომ ვერავის გაებედა, სასამართლოს საქმეებში ჩარეულიყო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა