"ნახევარ საქართველოს უკანალებიდან ხელკეტები ამ კაცმა გამოუღო" - ხაინდრავა ივანიშვილზე

 "ნახევარ საქართველოს უკანალებიდან ხელკეტები ამ კაცმა გამოუღო" - ხაინდრავა ივანიშვილზე

გაზეთ ასავალ-დასავალისთვის მიცემულ ინტერვიუში გოგა ხაინდრავამ სკანდალურ ფილმთან დაკავშირებით, საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობასაც შეეხო. მისი თქმით, ზოგიერთ ძალას ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლა სურს:

"მხოლოდ უმადურები ებრძვიან ივანიშვილს. ავიწყდებათ, რომ ნახევარ საქართველოს უკანალებიდან ხელკეტები ამ კაცმა გამოუღო".

"მსოფლიოს ბნელი ძალების მხრიდან ჯალათების მხარდაჭერის გამო პროცესი ფერხდება, მაგრამ ნელ-ნელა მაინც წინ მიიწევს... ნუ ვიქნებით უმადურები და დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ მიზნით ფილმის გადაღება და საინფორმაციო ომის მოგება გადაწყვიტა".

"ერთი წამით დავფიქრდეთ, რა მოხდება ეს კაცი, რომ ქვეყნიდან წავიდეს?! არადა ამას ცდილობენ ნაციონალებთან ტანდემში, სწორედ ამ ტოტს ხერხავენ ირაკლი ალასანია, ბუკა პეტრიაშვილი, დავით ზურაბიშვილი და მათი ამფსონები. ახლა ავი ენები იმასაც სისინებენ, რა დროს ფილმზე ფულის ხარჯვაა, როცა ხალხი მშიერი კვდებაო. არ უნდათ იმ შედეგებზე საუბარი, რასაც ეს ფილმი მოიტანს!"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა