ირაკლი ალასანია - ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით

ირაკლი ალასანია - ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მთავრობის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა ირაკლი ალასანიამ ქართველს ჟურნალისტებს განუცხადა.

"ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არც ერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება, საქართველოს არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად გამოხატავდა იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელ საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან. "თავისუფალი დემოკრატები" ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც სჭირდება ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და წავიყვანთ ქვეყანას წინ. ძალიან მალე ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია.

ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინიციატივას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ალასანიამ. "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კონსულტაციები გამართოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა