ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია

ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია

"გაერთიანებული დეოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 21 მარტს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი არის ხელისუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის პრობლემების მოგვარება. მისივე განმარტებით, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე და ხალხზე ზრუნავს.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს და ჩვენს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე და ხალხზე ზრუნავს. ეს 21 მარტს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც "ნაციონალების" აქცია ჩატარდა და ყველა კომენტარით, როგორც "ქართული ოცნების," ასევე, "ნაცმოძრაობის" მხრიდან, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი არის ხელისუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის პრობლემების მოგვარება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" 21 მარტს თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან "ნაციონალებმა" იმდენი ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს, რამდენსაც ისინი აპირებდნენ. "რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ის ძალაა, რომელიც ტრადიციულად თვლის, რომ რაც უარესად წავა ქვეყანაში საქმე, მით უკეთესი.

ერთადერთი, რაც მათ 21 მარტის შემდეგ აწუხებთ ისაა, რომ იმდენი ხალხის მობილიზება ვერ შეძლეს, რამდენის იმედიც ჰქონდათ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"გაერთიანებული დეოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ასევე, აღნიშნა, რომ მდგომარეობა სავალალოა, რადგან ქვეყანაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ცდილობენ, 2 მთავარი პოლიტიკური ძალა წარმოაჩინონ.

"ერთის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა ნებისმიერ ფასად, ხოლო მეორის - ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერ ფასად. ქვეყნის ინტერესები ამ ორ ძალას არ აინტერესებს. სწორედ ამისთვის გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა", ამისთვის დააშანტაჟა მოსახლეობა ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომ თუ "ქართულ ოცნებას" ხმას არ მისცემდნენ, "ნაციონალები" აუცილებლად მობრუნდებოდნენ, ეს "ნაციონალების" მთავარ ოპოზიციურ ძალად შენარჩუნების მიზეზია", - განმარტა ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რათა ხელისუფლებას ორი პოლიტიკური ძალა მოშორდეს, რომლებიც ხალხის მოტყუებით დაკავებულნი არიან. "ქვეყანას "ქართული ოცნება" უნდა მოშორდეს, რომელიც გადამგდებია. ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც არა საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. ასეთი პოლიტიკური ძალა სწორედ ჩვენ ვართ, რომელიც პარტიის ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არასოდეს აყენებდა", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა