დავით უსუფაშვილი - პარლამენტის მიერ არჩეულ თანამდებობის პირებს პარლამენტის სხდომაზე მოსვლა ყოველგვარი მოწვევის გარეშე შეუძლიათ

დავით უსუფაშვილი - პარლამენტის მიერ არჩეულ თანამდებობის პირებს პარლამენტის სხდომაზე მოსვლა ყოველგვარი მოწვევის გარეშე შეუძლიათ

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პარლამენტში მოსვლის სურვილი ექნება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასასწრებად მთავრობის სახელისუფლებო შტოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების მოწვევის უზრუნველყოფის თაობაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მიმართვას.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირებს, რომელთაც პარლამენტი ირჩევს თუ ნიშნავს, პარლამენტის სხდომაზე მისვლა ყოველგვარი მიწვევის და ნებართვის გარეშე შეუძლიათ.

"პრეზიდენთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი საუბრის შედეგად, განვსაზღვრეთ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის დრო და თარიღი. ეს იქნება 31 მარტს 13:00 საათზე, პრეზიდენტი პარლამენტში წარდგება ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება და კონსტიტუციური პროცესი, რომელსაც პარლამენტი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარებს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება ამ ღონისძიებას და ვინ არა, მინდა განვაცხადო, რომ პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვების, მოწვევის ან თხოვნების გარეშე აქვთ თანამდებობის პირებს, რომლებიც დანიშნული ან არჩეული არიან პარლამენტის მიერ. ამ დღესაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად აქვთ საშუალება იმისა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში. ჩვენ მათ ყველას დავხვდებით, თუკი ისინი მობრძანდებიან. ადგილები საკმარისი გვაქვს და თუკი ვინმე მობრძანდება, ყველას მივუჩენთ. ამის პრობლემა არ იქნება, ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტს და ყველა, ვინც მობრძანდება, პარლამენტის კარი ღია იქნება და ორგანიზაციულად ყველაფერი უზრუნველყოფილ იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს პარლამენტს მიმართა, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა უზრუნველყოს, ვინც პრეზიდენტის მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდნენ. საუბარია აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვათა მოწვევაზე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი მზად არის, პარლამენტში გამოსვლის ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის - პოლიტიკურ დებატებში.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს მივა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა