"ნაცმოძრაობა": ივანიშვილმა ერთ ლარად 2,5 მილიონის ღირებულების ქონება ჩაიგდო ხელში

"ნაცმოძრაობა": ივანიშვილმა ერთ ლარად 2,5 მილიონის ღირებულების ქონება ჩაიგდო ხელში

"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ირწმუნება, რომ "აწარმოე საქართველოში" გამოყენებით ბიძინა ივანიშვილმა ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება.

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისი ახალი ინიციატივების "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდის შესახებ. ამ ახალი ინიციატივების აზრი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, როგორც ჩვენ გუშინ წარმოგიდგინეთ, "ქართულმა ოცნებამ" ეს პროგრამები თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა.

2014 წლის 26 აგვისტოს მთავრობის #1477 დადგენილებით პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 81.15.20.316) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს "საქართველოს სათბურის კორპორაციას" (ს/კ 404469865).

სს "საქართველოს სათბურის კორპორაცია" 2014 წლის 3 აპრილსაა რეგისტრირებული და დღეის მდგომარეობით მისი 100% წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია". თავის მხრივ "ჯი სი ეფ პარტნიორი" 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% მფლობელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.

ფაქტობრივად მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა