ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო სულ უფრო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა გახდება

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო სულ უფრო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა გახდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო სულ უფრო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა გახდება. როგორც პრემიერმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი იდეა არსებობს, რომელიც განხორციელების პროცესშია.

"ძალიან ბევრი იდეა არსებობს, რომელიც განხორციელების პროცესშია. ეს იმედს აძლევს მოქალაქეებს, რომ საქართველო სულ უფრო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა გახდება, ეს იქნება ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ გარემოს. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის ურყევი ნებაა განახორციელოს დასახული გეგმები და მიაღწიოს მიზნებს.

ამისათვის ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რათა საქართველო გახდეს ევროპული, მზარდი და სოციალურად მდგრადი სახელმწიფო. ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო მზადებაში ახალი, მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით. 2015 წლის შემდეგ სწორედ მდგრადი განვითარების მიზნები იქნება როგორც გლობალური, ისე ეროვნული დღის წესრიგის განმსაზღვრელი. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას, რომელიც საგარეო დახმარების ეფექტიანობის ნათელი მაგალითია, რაც სიკეთეს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს", - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა