"თავისუფალი დემოკრატები" IRI-ს კვლევის მიხედვით საკუთარი პარტიის შედეგებით კმაყოფილი არიან

"თავისუფალი დემოკრატები" IRI-ს კვლევის მიხედვით საკუთარი პარტიის შედეგებით კმაყოფილი არიან

"თავისუფალი დემოკრატები" IRI-ს კვლევის მიხედვით საკუთარი პარტიის შედეგებით კმაყოფილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მათ უკვე გააცნო სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

"შედეგებით კმაყოფილი ვართ. კვლევებით აშკარად იკვეთება, რომ ჩვენს პარტიას ჰყავს გამოკვეთილი და მყარი ამომრჩეველი, გარდა ამისა, ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებლი გვაქვს პარტიებს შორის", - აღნიშნა აბაშიძემ, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა. დეპუტატის განმარტებით, კვლევების შედეგებს კვირის ბოლოს თვითონ IRI გამოაქვეყნებს.

იგი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ადგილზეა "თავისუფალი დემოკრატები" პარტიების რეიტინგში. "მოწინავე ადგილებია. ძალიან მზარდია მხარდაჭერა და ძალიან კმაყოფილი ვართ შედეგებით, რომელიც როგორც ოპოზიციამ, ამ მოკლე დროში ვაჩვენეთ", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

IღI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაასრულა, რომლის შედეგებსაც, პირველ ეტაპზე, პოლიტიკურ პარტიებს აცნობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა