ირაკლი ალასანია - იმედგაცრუებაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ

ირაკლი ალასანია - იმედგაცრუებაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ჯარის მიმართ ნდობა შემცირდა. მისი თქმით, ის, რომ ჯარის მიმართ მოსახლეობის ნდობამ იკლო, არის სამწუხარო ფაქტი და ეს განპირობებულია მთავრობის არასწორი ფუნქციონირებით.

ალასანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებაა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ.

"ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, რომ თავდაცვის უწყების და ჯარის მიმართ ნდობამ იკლო, ეს არის პირდაპირ კავშირში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ვერ ახორციელებს მთავრობა. ეს დიდი უიმედობა, რომელიც საქართველოში ისადგურებს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც აისახება", - განაცხადა ალასანიამ.

იხილეთ ასევე: ირაკლი ალასანიას გამოკითხულთა 57 პროცენტი ენდობა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა