ალასანია - "ივანიშვილი ვერ შეელევა ქვეყნის მართვის ამ მანკიერ ფორმას"

ალასანია -  "ივანიშვილი ვერ შეელევა ქვეყნის მართვის ამ მანკიერ ფორმას"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ალასანიას განცხადებით, ქვეყნის კულუარებიდან მართვა არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც განიხილავს როგორც ნატო, ასევე ევროკავშირი. მისი თქმით, ევროკავშირიც და ნატოც აქტიურად განიხილავენ საქართველოში არსებულ პრობლემას კულუარებიდან მართვასთან დაკავშირებით.

"იმისთვის, რომ არსებული "მანკიერი" მმართველობის პრაქტიკა შეიცვალოს, საჭიროა არჩევნები, რადგან ივანიშვილი ვერ შეელევა ქვეყნის მართვის ამ მანკიერ ფორმას", - აღნიშნა ალასანიამ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა