რატომ დაურეკა მინდია ჯანელიძემ ირაკლი ალასანიას პარიზში ვიზიტის დროს

რატომ დაურეკა მინდია ჯანელიძემ ირაკლი ალასანიას პარიზში ვიზიტის დროს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია ადასტურებს, რომ პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს მას დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე ურეკავდა და ეუბნებოდა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისათვის. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა  "არჩევანის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "გადაწყვეტილების მიმღები არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის და ვინ შეასრულებდა მედიატორის როლს, ამას მნიშვნელობა არა ჰქონდა”. ირაკლი ალასანიამ ჯანელიძისთვის დავალების მიმცემი პირის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, დღეს მინდია ჯანელიძე საფრანგეთში იმყოფება და ის იგივე შეცდომის გამეორებას ვერ დაუშვებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს იმედი აქვს, რომ შედგება შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

"თუ ასე არ იქნება, პირობას შევასრულებ და საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურში, თუ რას ითვალისწინებდა ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ჩემი მინისტრობის დროს", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა