გიორგი გაბედავამ "ნაციონალები" მახეში გააბა? - უფლებადამცველი სატელეფონო საუბარს ინტერნეტში აქვეყნებს

გიორგი გაბედავამ "ნაციონალები" მახეში გააბა? - უფლებადამცველი სატელეფონო საუბარს ინტერნეტში აქვეყნებს

უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რბილად რომ ვთქვათ, "ეხუმრება". გაბედავა ურეკავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნუგზარ წიკლაურს, პარტიის პრესსამსახურის უფროსს და სხვებს და მათ საკუთარ თავს წარუდგენს ვინმე გურამ ხასაიად. გაბედავა-ხასაია მათ ჰპირდება, რომ 21 მარტს მოსკოვში მყოფი ქართველების 72 კაციანი ჯგუფი თბილისში ჩამოფრინდება და აქციაში მიიღებს მონაწილეობას. გაბედავა წიკლაურს სთხოვს, მიტინგზე გამოაცხადონ მათი მოსკოვიდან ჩამოსვლის შესახებ. გთავაზობთ ფრაგმენტს გიორგი გაბედავას მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა