რას ამბობს ფსიქოლოგი მიხეილ სააკაშვილის დანახვაზე მოტირალ ფანატიკოსებზე?

რას ამბობს ფსიქოლოგი მიხეილ სააკაშვილის დანახვაზე მოტირალ ფანატიკოსებზე?

21 მარტს, "ნაციონალების" მიტინგის შემდეგ გავრცელდა კადრები, რომელშიც მიტინგის რამდენიმე მონაწილე საყვარელი პოლიტიკური ლიდერის მოლოდინში ტიროდა (მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა უნდა ყოფილიყო, ბრიუსელიდან). სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ დავინტერესდი, გამეგო, რა იწვევს ადამიანის ამგვარ ფსიქოლოგიური განცდას, დამოკიდებულებას და მდგომარეობას... ისტორიას ხომ მსგავსი არაერთი მაგალითი ახსოვს. შესაძლოა, "სატირალი ტექსტები" განსხვავებული იყო, მაგრამ ტირილით, ასევე (შესაძლოა, უფრო ღვაღვარითაც) ტიროდნენ ლენინისთვის, სტალინის, მაო ძედუნისა და სხვათა გამოც.

ზურაბ ბიგვავა, პროფესორი, ფსიქოლოგი:

- ტირილი ემოციის გამოხატულებაა და როგორც წესი, - ძლიერი ემოციის. როცა ასეთი განცდა პოლიტიკურ ლიდერთანაა დაკავშირებული, ეს უკვე გარკვეულ კითხვებს ბადებს და სრულიად ბუნებრივია, რომ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა.

აღნიშნულზე გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა ხოლმე, როცა პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალების არ სჯერათ. მაგალითად, - არის რეალური ფაქტები, პირდაპირი ჩვენება ტელევიზიით, მტკიცებულება, დადასტურება, თუმცა - არ სჯერათ. გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, იყვნენ ადამიანები და როგორც ვიცი, ასეთები დღესაც არიან, - რომელთაც არ სჯერათ, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა და ეს კაცი გარდაიცვალა. თუმცა, ოჯახის წევრებმა, მეუღლემ და შვილებმა დაიჯერეს. ტრაგიკულად, მაგრამ მიიღეს.

ტერმინოლოგიურ გაუგებრობაში რომ არ მოვხვდეთ, მარტივი ენით ვიტყვი, რომ არსებობენ სხვადასხვა ფსიქოლოგიური წყობის ადამიანები. თქვენ რაც გაინტერესებთ, - ემოციური გამოხატულება ლიდერის მიმართ, განსაკუთებული, ფანატიკური სიყვარული, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებელი და ასეთი ფსიქოლოგიური მახასიათებლებით ადამიანების ჯგუფები ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ. ისინი, როგორც წესი, შედარებით ნაკლებად კრიტიკულები არიან და პირდაპირ, სხვებთან შედარებით გაცილებით გაზვიადებულად იღებენ გარკვეულ ინფორმაციას. ობიექტურ და კრიტიკულ ადამიანს ასეთი რამ არ ემართება.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა