რამდენ ფულსა და სახლს ფლობს ირმა ნადირაშვილი და აჩუქა თუ არა სააკაშვილმა მას სახლი ზღვის პირას

რამდენ ფულსა და სახლს ფლობს ირმა ნადირაშვილი და აჩუქა თუ არა სააკაშვილმა მას სახლი ზღვის პირას

უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ძვირადღირებული შენაძენის გამო, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხშირად აკრიტიკებს. Ambebi.ge თავად ნადირაშვილის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. ირმა ნადირაშვილს დეკლარაციაში ოჯახის ორი წევრი ჰყავს მითითებული, მეუღლე დავით დაღელიშვილი და პატარა ნიკოლოზი, რომელიც წყვილის ვაჟია.

ნადირაშვილს დეკლარაცია ბოლოს 2014 წლის აგვისტოში აქვს შევსებული. ირმა ნადირაშვილს და მის მეუღლეს აქვთ 4 სახლი. როგორც დეკლარაციით ირკვევა, დავით დაღელიშვილს აქვს 188 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი შინდისში, შინდისში აქვს აგარაკი, რომლის ფართიც 387 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ასევე 144 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინა თბილისში, შავი ზღვის ქუჩაზე.

წყვილი შინდისს ხშირად სტუმრობს. რაც შეეხება თავად ირმა ნადირაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქნებას, ის ფლობს ბინას თბილისში რობაქიძის გამზირზე და ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. სახლი ზღვის პირას "ორბი ჯგუფში" მდებარეობს. ითქვა, რომ ეს ბინა ნადირაშვილს მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა გაწეული სამუშაოსთვის და ერთგულებისთვის, თუმცა დეპუტატმა ეს ინფორმაცია მაშინ კატეგორიულად უარყო და საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა სახლში გადახდილი თანხის ქვითარი გაესაჯაროვებინა.

როგორც ნადირაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, მისმა შემოსავალმა 2013 წელს, 60 518 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი 83 850 ლარი იყო. აქედან დავით დაღელიშვილმა 10 550 ლარი აიღო დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის პოსტზე მუშაობისას, ხოლო 73 300 ლარი ჩუღურეთის გამგებლის რანგში. 2014 წლის დეკლარაციაში ნადირაშვილს მითითებული აქვს, რომ 10 005 ლარი ბინის ქირა აქვს გადახდილი. სახლი მას ქუთაისში ჰქონდა დაქირავებული.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, უმცირესობის წევრის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას "თი ბი სი" ბანკში სახელფასო ბარათზე ჰქონდა 2 000 ლარი (კრედიტი +), ხოლო მის მეუღლეს დავით დაღელიშვილს 35 000 დოლარი (კრედიტი +).

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა