გია გეწაძე უკრაინელ თანმშრომლებს ყავას თავად უმზადებს

გია გეწაძე უკრაინელ თანმშრომლებს ყავას თავად უმზადებს

საქართველოდან უკრაინის მთავრობაში გადასული ქართველი პოლიტიკოსები ნანუკას შოუში ახალ სამსახურსა და შთაბეჭდილებებზე საუბრობენ.

როგორც ირკვევა, ქართველი პოლიტიკოსები უკრაინაში საკმაოდ კომფორტულად მოეწყვნენ. მეტიც, მაგალითად: უკრაინის იუსტიციის მინისტრის ქართველი მოადგილე, გია გეწაძე სამსახურში თითქმის 12 საათს ატარებს. თანამშრომლებს ანებივრებს და ხშირად ყავასაც თავად უდუღებს.

"გუშინ წინ ფეხბურთზე ვიყავი. შესვლის დროს რიგი იყო. ერთმა ორმა გაკვირვებულმაც შემომხედა, შეხედეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრის მოადგილეო. ვიღაცებმა ფოტოებიც გადაიღეს. რატომღაც ჰგონიათ, რომ თანამდებობის პირი ურიგოდ უნდა შევიდეს. ადრე ასე იყო მოწყობილი", - აღნიშნა გეწაძემ და დასძინა, რომ უკრაინულს სწავლობს, რათა უკრაინელებს თავიანთ ენაზე ესაუბროს.

"მინდა უკრაინელებს უკრაინულად ვესაუბრო. თუმცა ახლა უკვე ყველაფერს ვხვდები, რასაც ისინი საუბრობენ", - განაცხადა  გეწაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა