რამდენიმე პასპორტი მაქვს და ყველა ერთად არასდროს დამაქვს - მიხეილ სააკაშვილი

რამდენიმე პასპორტი მაქვს და ყველა ერთად არასდროს დამაქვს - მიხეილ სააკაშვილი

პასპორტში ფურცლები ბევრად უფრო გვიან დამიმთავრდება, ვიდრე საქართველოში შესაბამისი მოვლენები განვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" განაცხადა.

ექს-პრეზიდენტის აზრით, საქართველოს ხელისუფლებაში ელოდებიან იმ დროს, როდესაც პასპორტში ვიზის ადგილი აღარ დარჩება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ, მაგრამ 4 პასპორტი აქვსო. საიდან იციან, თუ არ აინტერესებთ?! აშშ-ის ვიზებიც სხვადასხვა პასპორტებში მირტყია. პოლონეთში სულ მეხუმრებიან, რომ აგერ, კომპიუტერში გვიგდებს, რომ თქვენი მთავრობა (ზოგჯერ ეპითეტებით მოიხსენიებენ) გკითხულობთ, სადა ხართო. ბევრად უფრო გვიან დამიმთავრდება ფურცლები, ვიდრე საქართველოში განვითარდება შესაბამისი მოვლენები. ასე რომ, მაგის იმედი ტყუილად აქვთ. რამდენიმე პასპორტი მაქვს და ყველა ერთად არასდროს დამაქვს, რომ არ დავკარგო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა