"ჩემი ძმაკაცია... სანდრას დედას ეძახის, მე მიშიკოს" - სააკაშვილი უმცროს ვაჟზე

"ჩემი ძმაკაცია... სანდრას დედას ეძახის, მე მიშიკოს" - სააკაშვილი უმცროს ვაჟზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" ახალ სამსახურზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ოჯახზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, შვილებისთვის დროს მაინც პოულობს.

"ამერიკაში, რომ ვიყავი მოვკიდე ნიკოლოზს ხელი და წავედით დიდი კანიონის სანახავად. 9 წლის იყო. ძალიან ვისიამოვნეთ. თავად ჩაალაგა ჩანთა და აეროპორტში დიდი კაცივით დამყვებოდა. ჩემი ჩვეულებრივი ძმაკაცია. სანდრას დედას ეძახის და მე - მიშიკოს. მე ძმაკაცი ვარ და სანდრა დედაა. ყველა თემაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა