სტუდენტობიდან პრეზიდენტობამდე -სააკაშვილის უკრაინული ამბები "ნანუკას შოუში"

სტუდენტობიდან  პრეზიდენტობამდე -სააკაშვილის უკრაინული ამბები "ნანუკას შოუში"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" ახალ სამსახურზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ოჯახზე ისაუბრა. ექს-პრეზიდენტმა მისი და პეტრო პოროშენკოს სტუდენტობის წლებიც გაიხსენა.

"მე და პეტრო პოროშენკო ვიყავით კურსელები. ეს იყო ფაკულტეტი უცხოელებისთვის. სამი განყოფილება იყო - საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და ეკონომიკური. მე სამართალზე ვსწავლობდი, პეტრო - ეკონომიკაზე. იქ ათ-ათი საბჭოთა სტუდენტი. დანარჩელები ევროპელები. პოროშენკო მაშინ ნაწილობრივ მოლდოვადანაც იყო იმ გაგებით, რომ მისი მამა იყო იქიდან. ბიზნესი რომ დაიწყო ვიდეო სალონი ჰქონდა. მაშინ ჩვენ საერთო კორპუსში ვცხოვრობდით. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ჩვენი უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან გლდანში წახვიდე. ეს მანძილი იყო მაშინ ჩვენი სასწავლებლიდან საერთო საცხოვრებლამდე. რეალურად პოროშენკომ ყველაფერი ნულიდან ააწყო. გუშინწინ ვიყავი მაგის შოკოლადის ქარხანაში. მართლაც კარგი ქარხანა. თანამედროვე რაც მთავარია. თან თანამშრომლები დიდი გრძნობით გიყვებიან როგორ დაიწყეს ნულიდან ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კრიზისია და შოკოლადის ჭამისთვის არავის ცალია", - იხსენებს სააკაშვილი.

ამავე ინტერვიუდან: "ჩემი ძმაკაცია... სანდრას დედას ეძახის, მე მიშიკოს" - სააკაშვილი უმცროს ვაჟზე

-რამდენიმე პასპორტი მაქვს და ყველა ერთად არასდროს დამაქვს - მიხეილ სააკაშვილი

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა