გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს: "თავკერძას ბრძანებით, ჰაკიმის დავალებით"

გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს: "თავკერძას ბრძანებით, ჰაკიმის დავალებით"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს, პოლიტიკოსის მიერ "ფეისბუქზე" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს:

"უწყება მივიღე. ხვალ 12 საათზე ქალაქის პროკურატურაში მიბარებენ მოწმის სახით სამაგალითო პოლიციელის რუსლან ბაზიაშვილის წინააღმდეგ თავკერძას ბრძანებით ჰაკიმის დავალებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

"პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც" - ეს ჩანაწერი მეორდება საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 52), საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ (მუხლი 18. იმუნიტეტი), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (მუხლი 20), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მუხლი 50) გვამცნობს, რომ: "პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე

1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს - იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს";

უწყებაში კი წერია, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება იძულებითი მოყვანა, რაც მამცნო კიდეც გამომძიებელმა და რაც ყოველივე ზემოთქმულის თავზე გადავლაა.

ბატონებო, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვნახეთ, მე ოთხმაგი დაცვა მაქვს და უწყების მინაწერიცა და გამომძიებლის გაფრთხილებაც არ მანაღვლებს, აუცილებლად გამოვცხადდები ხვალ, ვინაიდან თავს ვალდებულად ვთვლი, დავიცვა დღესაც ხალხის სამსახურში მდგომი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი, ასევე, კატეგორიულად მოვითხოვო პროკურატურისგან, შეწყვიტონ პოლიციელების, სპეცრაზმელების, კონტრდაზვერვის, თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელ პატრიოტთა დევნა და აღძრან სისხლის სამართლის საქმეები იმ მრავალჯერად დანაშაულებზე, რომლებშიც პოლიციისა და ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ქურდულ სამყაროსთან ალიანსში მონაწილეობენ და რომლებზეც მე მზად ვარ მივაწოდო მათ ინფორმაცია." - ნათქვამია სტატუსში.

მოგვიანებით თარგამაძემ, პროკურატურაში მისი დაბარების დეტალებზეც დაწერა:

"ჩემი პროკურატურაში დაბარების კურიოზული მომენტები: გაირკვა, რომ პროკურატურამ ვერ მოიძია ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ მოიძია ჩემი მეუღლის;

გაირკვა, რომ პროკურატურამ ვერ მოიძია ჩემი მისამართი, მიუხედავად იმისა, რომ იმ ბიჭუნას მეზობლად ვცხოვრობ, რომელმაც ამ საქმის აღძვრა დაავალა მათ ტელევიზორიდან.

არაკურიოზული, სავალალო მომენტი: ამ საქმის გამომძიებელი გამეზარდაშვილი თავად ყოფილი პოლიციელია, წყეული ცხრა წლის დროინდელი, მაგრამ ახლა ბეჯითად კერავს საქმეს თავის კოლეგაზე, რომელიც ქურდულ-სახელმწიფოებრივ ალიანსს შეებრძოლა.

რეზიუმე: ეს პროკურატურა არ არის, ეს თავკერძას ბუტკაა".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა