"ბევრი კითხვაა დაგროვილი საზოგადოებაში" - ღარიბაშვილი ჟურნალისტების პირისპირ

"ბევრი კითხვაა დაგროვილი საზოგადოებაში" - ღარიბაშვილი ჟურნალისტების პირისპირ

საქართველოს პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებამდე სათანადოოდ ვერ მიდის მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეები, საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბევრი კითხვაა დაგროვილი საზოგადოებაში, მედიაში, ამიტომ მზად ვარ თქვენს კითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები.

მანამდე მინდა, ვისარგებლო ამ ფორმატით და იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიდის ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს, მე მსურს ერთგვარი ანგარიში წარვუდგიონო საზოგადოებას იმის თაობაზე, რას საქმიანობს ჩვენი მთავრობა, როგორია ჩვენი ხედვა, რა გვაქვს დაგეგმილი, ასევე შევაჯამო განვლილი სა მუშაოები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ბევრ ისეთ საკითხს შეეხება, რომელიც აწუხებს საზოგადოებას.

ასევე დაგაინტერესებთ| "იხტუნავე შენს ბატუტზე" - რა ხდება სასტუმროს წინ, სადაც ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ხვდება

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა