ირაკლი ღარიბაშვილი - ლარის კურსი საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა

ირაკლი ღარიბაშვილი - ლარის კურსი საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა

ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბოლო პერიოდში ძალიან რთული ვითარებაა ზოგადად რეგიონში, ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ ქვეყანასაც შეეხო. განვითარებული რთული პროცესები, პირველ რიგში, ეკონომიკის კუთხით შეგვეხო, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცანაა, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება, სწრაფად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობისთვის მტკივნეულია. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნას აღმოფხვრილი, რათა მოსახლეობამ უმტკივნეულოდ გადაიტანოს ეს სირთულეები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებში ხდება.

"სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის, ევროს მიმართაც დოლარის გამყარებამ და ასევე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. როგორც გითხარით, ეს შეეხო რეგიონის ყველა ქვეყანას. მინდა რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ: ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენზე 2-ჯერ-3-ჯერ მეტად მდიდარი სახელმწიფო, დეკემბერში აზერბაიჯანმა დახარჯა 1.2 მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი ვალუტის კურსი, იანვარში - მილიარდი დოლარი და შემდეგ უკვე თებერვალში ერთ დღეში 34%-ით მოხდა გაუფასურება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ამ კონტექსტში სომხეთისა და მოლდოვის მაგალითებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ჩვენთან მოხდა დაახლოებით, 160 მილიონი დოლარის ოდენობის რეზერვის დახარჯვა და "გვაქვს პრაქტიკულად, იგივე ვითარება, რაც სხვა ქვეყნებში". მისივე თქმით, ანალოგიური ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც დოლარი ევროს მიმართაც გამყარდა.

"უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ ეფექტს ჰპოვებს, ასევე რუსეთში განვითარებული მოვლენები და რეგიონში არსებული რთული ვითარება. სწორედ ამისთვის ჩვენ დავიწყეთ უფრო მეტი ახალი ეკონომიკური პროექტის ინიცირება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ადმინისტრაციული ხარჯები. შემცირება არ შეეხება არც ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა