"მესმის, რომ ასეთი სენსაციური ინფორმაცია უფრო გაინტერესებთ ჟურნალისტებს" - შეცვლის თუ არა ღარიბაშვილი მთავრობას

"მესმის, რომ ასეთი სენსაციური ინფორმაცია უფრო გაინტერესებთ ჟურნალისტებს" - შეცვლის თუ არა ღარიბაშვილი მთავრობას

უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება არც ერთი მინისტრის გადახედვა ან გათავისუფლება.

"საოცარია ამდენი სპეკულაციები მედიაში. მე მესმის, რომ ასეთი სენსაციური ინფორმაცია უფრო გაინტერესებთ ჟურნალისტებს. მე ამ სენსაციას არ გპირდებით უალოხეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის.

"რომ გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი, არ იქნება გულწრფელი ნათქვამი. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ უფრო მეტს. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ და იგივე მოწოდება მაქვს მინისტრებთან. მინისტრებს მოვუწოდებთ, რომ მეტი ინიაიცტივა აიღონ, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ხალხისთვის. ამ ეტაპზე მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ|  "სუს-ის თანამშრომელმა მობილური გამოსტაცა და გაიქცა" - ღარიბაშვილის პრესკონფერენციის პარალელურად სასტუმროს წინ მდგომარეობა იძაბება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა