ღარიბაშვილმა ალასანიას ვაჟკაცობა დაუწუნა - "ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა"

ღარიბაშვილმა ალასანიას ვაჟკაცობა დაუწუნა - "ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებებს "უზნეო საქმეს" უწოდებს და აცხადებს, რომ საიდუმლო საქმეებით სპეკულირება ვაჟკაცების საქმე არ არის.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ირაკლი ალასანიას იმ განხაცდების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში ვიზიტისას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.

"ალასანიას განცხადებას რაც შეეხება, მე არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტირებას. ვფიქრობ, ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრესკონფერენციიდან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა