ვინ არის ჟურნალისტი, რომელმაც ღარიბაშვილს "შოუ წაართვა" - მონოლოგი, რომელმაც პრემიერი და მედია დაღალა

ვინ არის ჟურნალისტი, რომელმაც ღარიბაშვილს "შოუ წაართვა" - მონოლოგი, რომელმაც პრემიერი და მედია დაღალა

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მედიამ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინა, შემდეგ კი პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რამდენიმე ჟურნალისტის შეკითხვამ ღარიბაშვილი გააღიზიანა და მას ეს არც დაუმალავს, განსაკუთრებული რეაქცია კი მთავრობის ლიდერს "თრიალეთის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ჰქონდა, რომელიც დაინტერესდა, ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი, რადგან ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება [მეტი]. ჟურნლისტის კრიტიკული შეკითხვის საპასუხოდ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისურვებდა, გუბერნატორმა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა შეხვედრის დასასრულს, როდესაც გამოჩნდა ჟურნალისტი ქალბატონი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრს "შოუ წაართვა". ის დაჟინებით მოითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუმცა იმის გამო, რომ მისმა შეკითხვამ თითქმის ექვს წუთს გასტანა, შეხვედრა დამსწრეთათვის დამღლელი აღმოჩნდა.

აღნიშნული კითხვის ავტორი "ქრონიკა +"-ის ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილია, რომელმაც პრემიერს კითხვა 1 ლარად გადაცემულ ქონებებთან დაკავშირებით დაუსვა. ჟურნალისტს შეკითხვა ძალიან გაუგრძელდა, 3-წუთიანი მონოლოგის შემდეგ მას მიკროფონი გამოურთეს, თუმცა გოგოსაშვილმა საუბარი განაგრძო, თანაც პრემიერისგან ამ ფაქტებზე პასუხის გაცემას მოითხოვდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდა.

პრესკონფერენციის მოდერატორი, მანანა თოქმაჯიშვილი, რამდენჯერმე შეეცადა სიტყვა შეეწყვეტინებინა გამომსვლელისთვის, თუმცა ამაოდ. შეხვედრა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, გოგოსაშვილი ერთ-ერთი ბოლო გამომსვლელი იყო, ამიტომ მედიის წარმომადგენლებმა თანდათან დაიწყეს დარბაზის დატოვება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ| როგორ აქილიკებენ პრემიერს "ნაციონალები" - რა ხდება Facebook-ზე, სანამ ტელევიზორში ღარიბაშვილი საუბრობს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა