ღარიბაშვილს იმდენი უნდა ესმოდეს, რომ საკუთარ მოქალაქეებს სექტა არ უწოდოს - პავლე კუბლაშვილი

ღარიბაშვილს იმდენი უნდა ესმოდეს, რომ საკუთარ მოქალაქეებს სექტა არ უწოდოს - პავლე კუბლაშვილი

თუ პრემიერს უნდა, რომ რეალობა დაინახოს, გამოვიდეს შენობიდან და ნახოს, რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.

"პრემიერმა ტრადიციულად ისაუბრა წარმატებებზე, აყვავებულ ქვეყანაზე, გაუმჯობესებულ ეკონომიკაზე და იმაზე, თუ რამდენი იღვაწა მთავრობამ, რომ ასეთი ცხოვრება ჰქონოდა დღეს ხალხს. თუ მას უნდა, რომ რეალობა დაინახოს, გამოვიდეს შენობიდან და ნახოს, რა მდგომარეობაში არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებისთვისაც ცხოვრება გახდა უფრო მძიმე იმ პრობლემების გამო, რომელიც ეკონომიკას აქვს. ამ რეალობას პრემიერი თვალს არ უსწორებს და საუბრობს წარმატებებზე, რომელსაც თურმე მსოფლიო ხედავს, მაგრამ მთავარია, ჩვენი ხალხი რას ხედავს. ისინი ხედავენ იმ გაჭირვებას, რაც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა კუბლაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერის არაადეკვატურობა მხოლოდ ამაზე არ ვრცელდება და მას იმდენი უნდა ესმოდეს, რომ საკუთარ მოქალაქეებს სექტა არ უწოდოს.

"მას იმდენი უნდა ესმოდეს, რომ საკუთარ მოქალაქეებს სექტა არ უწოდოს და იმ ადამიანებს, რომლებიც თავინთი პრობლემების გამო 21 მარტს ქუჩაში იდგნენ, შეურაცხყოფა არ მიაყენოს, მაგრამ პრემიერს არ ადარდებს, რას იტყვიან მასზე. მისთვის მთავარი მხოლოდ ის არის, თუ როგორ შეაფასებს მას ივანიშვილი. მხოლოდ ერთადერთი ადამიანია, ვის წინაშეც პრემიერი არის ანგარიშვალდებული და ეს ადამიანი ივანიშვილია. ქვეყანაში უკეთესობისკენ წინსვლა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც პრემიერი ანგარიშვალდებული იქნება არა ივანიშვილის, არამედ ხალხის წინაშე", - განაცხადა კუბლაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" გაუგებარ სექტას უწოდებს. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე პრემიერმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობამ" 21 მარტის აქციის ჩასატარებლად რამდენიმე მილიონი დახარჯა.

"რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ და მოსახლეობამ სიცრუის კამპანიას?! – სიმართლე _ ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა და მსოფლმხედველობა გაჯერებულია ტყუილით, აგრესიით, ძალადობით, სადიზმით, სისასტიკით. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მთელი 9-წლიანი საქმიანობის მოკლე აღწერა. ის ფაქტი, რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა და სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული რაღაც გაუგებარ, მე არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა სექტას, რომლებიც არ არიან ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე.

მათი ამოცანაა, დესტრუქცია და შფოთვა შემოიტანონ. მითუმეტეს ამის ყველა საშუალება აქვთ _ აქვთ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება და ჰყავთ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ კანონს გარეთ არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში, მაგრამ სახელმწიფო მათ კანონის ფარგლებში ადეკვატურ პასუხს გასცემს. არავის არ ვურჩევ, არც "ნაციონალურ მოძრაობას", ყველაზე დესტრუქციულ ძალას ქვეყანაში, რაიმე ფორმით, რაიმე სახით რაიმე დაგეგმოს. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა