მედეა ვასაძე: "მაქვს სურვილი, გამოვიკვლიო ღარიბაშვილის გენეალოგია"

მედეა ვასაძე: "მაქვს სურვილი, გამოვიკვლიო ღარიბაშვილის გენეალოგია"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე აჭარაში "ქართული ოცნების" ყოფილ წარმომადგენლებს მოღალატეები უწოდა. პრემიერის ამ განცხადებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედია ვასაძემ უპასუხა. მისი თქმით, ბედნიერია, რომ ღარიბაშვილმა მას ქვეყნის მოღალატე არ უწოდა.

"ამ სიტყვის ასე აქტიურად გამოყენება არასწორია, მით უმეტეს პრემიერ-მინისტრისგან. მადლობა ღმერთს, რომ არ მომიხსენიებს ქვეყნის მოღალატედ. "ქართული ოცნება" და საქართველო არა მგონია, რომ იდენტური ცნებები იყოს", - განაცხადა ვასაძემ.

ვასაძემ სიტყვა "მოღალატის" ხშირი გამოყენების გამო პრემიერ-მინისტრის გენეალოგიის გამოკვლევის სურვილი გამოთქვა.

"მაქვს სურვილი, გამოვიკვლიო ირაკლი ღარიბაშვილის გენეალოგია, იქნებ გვარში დედის, ან მამის მხრიდან ამ სიტყვასთან რაღაც სერიოზული ასოცირდება", - აცხადებს ვასაძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა