გაძვირდება თუ არა გაზის საფასური მაისიდან - კახა კალაძის კომენტარი

გაძვირდება თუ არა გაზის საფასური მაისიდან  - კახა კალაძის კომენტარი

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მტკიცებით, მოსახლეობას გაზის საფასური არც მაისიდან გაუძვირდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, მინისტრის განმარტებით, რა ტარიფები დაწესდება მათ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი".

"უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, თუ რა ტარიფები იქნება კომერციულ სექტორთან მიმართებაში. რაც შეეხება მოსახლეობას, ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განმარტება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათთვის გაზის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება", - აღნიშნა კალაძემ.

გაზის საფასური იურიდიული პირებისთვის 1-ელი მარტიდან გაძვირდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, მაისამდე გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ დაახლოებით 15 მილიონი ლარის სუბსიდირება განხორციელდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა