"შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები" - ინტერვიუ ხადურთან, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა, ინტერნეტჰიტი გახდა

"შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები" - ინტერვიუ ხადურთან, რომელიც ეთერში ჯერ არ გასულა, ინტერნეტჰიტი გახდა

შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-სთან , ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, "შოკუნიებს" წარმოადგენს ოპონენტების სურვილი, "საქართველო ცეცხლში გახვეული ნახოს".

ამასთან, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შექმნილი ვითარება გარე ფაქტორებთან ერთად შიდა ფაქტორებითაც არის განპირობებული, რომელთა შორისაც უპირველესია ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობის გადაჭარბებული მოლოდინები.

"თავისთავად ცხადია, არის პრობლემების ჯაჭვი და ერთგვარი დომინოს ეფექტი. რაც შეეხება უშუალოდ შიდა ფაქტორებს, დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობის მოლოდინები იყო გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც ვერ მივიღეთ. გადაჭარბებული მოლოდინები ადამიანებს ყოველთვის აქვთ, უნდა ჰქონდეთ და ეს ძალიან კარგია. მსოფლიოს ეკონომიკურ მეცნიერებაში არის მთელი მიმდინარეობა, რომელიც მოლოდინებზეა აგებული და ხალხმა ამ მოლოდინების შესწავლაში ნობელის პრემიაც აიღო - ხშირ შემთხვევაში, როგორიცაა მოლოდინი, მომავალი პერიოდი არის ისეთივე, თუ რაიმე შოკები არ ხდება. შოკი შეიძლება იყოს როგორც გარე, ისე შიდა. გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, ეს არის ყველაფრის გაბაიბურების მცდელობა, ეს არის მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა, ეს არის ადამიანებისთვის ხვალინდელი დღის იმედის დაკარგვის მცდელობა, რასაც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები – არც ჰქვიათ მათ ოპონენტები – ადამიანები, რომლებიც ჩამობღაუჭებულები არიან თავიანთ წარსულს. ეს არის მთავარი პრობლემა საქართველოს ეკონომიკის. როგორ ფიქრობთ ახლა, ვიღაცა რომ დაიწყებს საუბარს იდიოტურ იდეაზე, რომელსაც "იმპიჩმენტი" ჰქვია, ეს ბიზნესმენებს გაახარებს, გამოიქცევიან და აქ ინვესტიციებს ჩადებენ? ან რაღაც სცენარების გამეორებას რომ ვიღაცა ვიღაცას დაპირდება, ეს საქართველოსთვის კარგი იქნება? ამიტომ ვამბობ, ჩვენ კომპლექსურად უნდა შევხედოთ სიტუაციას", - აცხადებს ხადური.

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-თან ნოდარ ხადურის ინტერვიუს მაყურებელი სრულად 30 მარტს, 22.30 იხილავს. ინტერვიუ "გაზეთ კვირის" პალიტრის 30 მარტის ნომერშიც გამოქვეყნდება.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა