"ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს

 "ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს

"ღია მთავრობის ინდექსის" მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს, - ასეთია "სამართლის მსოფლიო პროექტის" მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგი. აღნიშნული ინდექსი ქვეყანაში ინფორმაციის უფლების დაცულობის მხრივ არსებული ვითარების, სამოქალაქო აქტივობის, საჩივრების მექანიზმის, გამოქვეყნებული კანონებისა და მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით გამოითვალეს. ამისათვის კი 100 000 ოჯახი გამოკითხეს. ამ მხრივ საქართველომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში პირველი ადგილი დაიკავა.

პირველ ხუთეულში კი შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები მოხვდნენ. ღია მთავრობის ინდექსის მიხედვით, რუსეთმა 69-ე ადგილი დაიკავა, ბოლო ოთხი ადგილი კი 102 ქვეყანას შორის ირანმა, მიანმარმა, უზბეკეთმა და ზიმბაბვემ გადაინაწილა.

"ღია მთავრობის ინდექსი" წარმოდგენას იძლევა თუ რამდენად ღიაა მთავრობა ქვეყანაში. ის ასევე სხვა ასპექტებსაც მოიცავს, მათ შორის 1) ცოდნას: კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულთა 40 პროცენტზე ნაკლებმა იცის კანონები, რომელიც უზრუნველყოფს მათ უფლებას, მიიღონ საჯარო ინფორმაცია მთავრობისგან. 2) სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს: ქვეყნების დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის გამოკითხულთა 80 პროცენტს ნაკლები ინფორმაცია აქვს, ვიდრე მაღალშემოსავლიან მოსახლეობას ინფორმაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებით. 3) ღია მთავრობისა და გენდერის ფაქტორს: გამოკითხული ქვეყნების ნახევარში, ქალებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ იმ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს მათ უფლებას, მოიპოვოს ინფორმაცია მთავრობისგან. საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა და ამ მხრივ ისეთ ქვეყნებს გაუსწრო, როგორიცაა კანადა, ჩეხეთი, ავსტრალია და გერმანია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა