როგორც მკვლელს, ასევე შემკვეთს, აუცილელად ვიპოვნით და პასუხს ვაგებინებთ - სესიაშვილი ხარძიანის მკვლელობაზე

როგორც მკვლელს, ასევე შემკვეთს, აუცილელად ვიპოვნით და პასუხს ვაგებინებთ - სესიაშვილი ხარძიანის მკვლელობაზე

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის პირდაპირ ეთერში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, ბესიკ ხარძიანის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს არის გამოცხადებული ბრძოლა საზოგადოების წინააღმდეგ

"მე ამ განცხადებას ვამბობ, როგორც საზოგადოების წევრი და ასევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, დარწმუნებული ვარ როგორც მკვლელს, ასევე შემკვეთს, აუცილელად ვიპოვნით და პასუხს ვაგებინებთ," - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

დეპუტატმა პარალელები გაავლო იური ვაზაგაშვილის საქმესთან და განაცხადა, რომ ეს საქმეც ისევე გაიხსნება, როგორც ვაზაგაშვილის საქმე.

"შეტევა ხორცილდება იმ პირებზე, რომლებიც იყვნენ წინა ხელისფლების მსხვერპლი და რომლებიც ცდილობდნენ სამართლიანობის აღდგენას ჩვენი ხელსუფლების პირობებში," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა