დაკვეთა მოდიოდა გიორგი უდესიანისგან, ერეკლე კოდუასა და დათა ახალაიასგან - ირაკლი ბათიაშვილი ხარძიანის მკვლელობაზე

დაკვეთა მოდიოდა გიორგი უდესიანისგან, ერეკლე კოდუასა და დათა ახალაიასგან - ირაკლი ბათიაშვილი ხარძიანის მკვლელობაზე

ირაკლი ბათიაშვილმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთების შესახებ "იმედის კვირაში" ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ არსებობს სავსებით საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი იმისა, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობის დაკვეთა მოდის სწორედ იმ პირებიდან, რომელ პირებთანაც მას ჰქონდა პრობლემები და დაპირისპირება. ჩვენ ამას მხოლოდ ბიზნეს-დავამდე ნუ დავიყვათ. ბესო ხარძიანს რომ დაპირისპირება და დავა არ ჰქონდა თალიბანთან და ბოკო ჰარამთან კარგად ვიცით.

დაკვეთა მოდის იმ პირებიდან, ვისთანაც მას ჰქონდა დაპირისპირებები. ვინც მის დაპიატიმრებას და ამ საშინელ პრესში გატარებას, მისი ქონების გამოძალვას გაუკეთეს თავის დროზე ორგანიზება. და ეს გვარები არაერთხელ დასახელდა - გიორგი უდესიანი, ვისზეც თვითონ ამბობდა, რომ ის არის მთავარი დამკვეთი მთელი ამ ბინძური ოპერაციებისა, დათა ახალაია, ერეკლე კოდუა, იმიტომ რომ მთელ ამ საშინელ ზეწოლაში, რაც მასზე განხორციელდა, დაპატიმრებიდან დაწყებული, მთელი ეს რაც ხდებოდა, ასევე ის, რაც სერგო თეთრაძესთვის უნდოდათ გაეკეთებინათ, რითიც აშინებდნენ ხარძიანს, ყველაფერ ამაში ჩართული იყო კუდ-იც, სოდ-იც, და ეს დაკვეთა მოდიოდა გიორგი უდესიანისგან, აქედან გამომდინარე არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ არსებობს ასეთი ეჭვი. სააკაშვილის უახლესი გარემოცვა იყო ეს მაშინაც და დღესაც", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

იხილეთ ასევე: ვისთან მიდის ხარძიანის მკვლელობის კვალი - ემზარ კვიციანი ბიზნესმენის საქმის გამოძიების შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა