ნოდარ ხადური - ვიცი, რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარ

ნოდარ ხადური - ვიცი, რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარ

ნამდვილად არ მინდა თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ცუდად არ არის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს PRESS"-ში აცხადებს.

მისივე შეფასებით, ბოლო დროს ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩანს მხოლოდ პრობლემები.

"მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა და ყველაზე კარგად ფინანსთა მინისტრმა იცის, რა ვითარებაა ქვეყანაში. ისიც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრია და ბევრი ინფორმაცია აქვს, არამედ იმიტომაც, რომ უშუალოდ აწყდება იმ რეალობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბევრი რამ გაკეთდა ბოლო დროს. სამწუხაროდ, დღეს ჩანს მხოლოდ პრობლემები და არ ჩანს გაკეთებული საქმეები. ნამდვილად არ მინდა თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ცუდად არ არის. ბევრი რამ არის გაუმჯობესებული. ცხოვრების დონეც კი, რომელზეც დღეს ყველა წუხს, ბოლო 2 წელიწადში, რეალურ მაჩვენებელში მცირედით, მაგრამ გაზრდილია – 8 %-ით", - აცხადებს ხადური.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ქამრების შემოჭერას, ფინანსთა მინისტრის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ იცის, რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრია, ყოველთვის ეკონომკლასით დაფრინავს.

"ხელისუფლებამ ადმინისტრირებისთვის ბევრი თანხა არ უნდა დახარჯოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავზარდოთ და არ დავაფინანსოთ ყველა ნაკისრი სოციალური ვალდებულება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ კაპიტალური და ინფრასტრუქტურული ხარჯები უნდა შევამციროთ. უკვე შევამცირეთ საწვავის, კომუნიკაციის ხარჯი. განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ შევიძენთ ავეჯს, ავტომობილებს და სხვ. ე.წ. გრძელ, ტრანსატლანტიკურ რეისებზე მინისტრს პროტოკოლით ეკუთვნის ბიზნესკლასით მგზავრობა. მე ყოველთვის ეკონომკლასით დავფრინავ. თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ვიცი, რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარ. ჩემს დანიშვნამდე ერთი კვირით ადრე ნაყიდი მანქანით დავდივარ", - განმარტავს ხადური.

გადაცემა "ბიზნეს PRESS"-სთან ნოდარ ხადურის ინტერვიუ "პალიტრა TV"-ს ეთერში დღეს, 22.30 საათზე გავა. ფინანასთან მინისტრთან ინტერვიუ გაზეთ ”კვირის პალიტრის” დღევანდელ ნომერშიც დაიბეჭდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა