ირმა ინაშვილი - ინფორმაცია მაქვს, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება

ირმა ინაშვილი - ინფორმაცია მაქვს, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება

"პატრიოტთა ალიანსმა" შესაძლოა დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს და ქუჩის აქციები დაიწყოს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს ყველა იმ მექანიზმს, რომელიც შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების საქართველოში ჩამოყვანისთვის და გასამართლებისთვის, მისი პარტია რამდენიმე კვირაში საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

ინაშვილის განცხადებით, გადაიკეტება რუსთაველის გამზირი და დაიწყება კარვების აქციები.

"კლავენ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს. ინფორმაცია მაქვს, რომ კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობა იგეგმება. ამ მკვლელობების ორგანიზებას აკეთებენ მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვა კრიმინალი ყოფილი მაღალჩინოსნები. ხელისუფლებამ ყველა მექანიმზმი უნდა გამოიყენოს, რომ ეს ადამიანები საქართველოში ყურით ჩამოათრიონ და პასუხი აგებინონ", - განაცხადა ინაშვილმა. ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეკრიბოს სპესსამსახურების ხელმძღვანელი პირები და მისცეს საგანგებო დავალება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქართველოში ჩამოსაყვანად.

"გონივრულ ვადებს ვთავაზობთ მთავრობას და თუ ამ ვადაში ვერ დავინახეთ რომ ყველა მექანიზმი ჩაირთო, დავიწყებთ მასობრივი შეკრებების ორგანიზებას და მოვითხოვთ იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადოთ სრული დაუმორჩილებლობა. თუ ისინი ვერ აკეთებენ მათ ჩამოყვანას და ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ჩვენ გავაკეთებთ ამას", - განაცხადა ინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა