გიორგი მარგველაშვილი - საჭიროა, კარგად გავაცნობიეროთ, სად ვიმყოფებით და სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს

გიორგი მარგველაშვილი - საჭიროა, კარგად გავაცნობიეროთ, სად ვიმყოფებით და სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს

ახლა, როცა მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება ძლიერი დ დემოკრატიული საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ევროპისკენ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა, კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით და სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს.

"პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე" – შარშან პარლამენტში სწორედ ასე განვსაზღვრე ჩემი წლიური გამოსვლის მიზანი, წელს კი ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდვათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის. ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ, არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე. შესაძლოა, გარკვეულწლილად, უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის, რადგან გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის – ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ეს ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე, ევროპული საქართველო.

საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი, დიდი კულტურის მემკვიდრე, თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი. ეს არის ჩვენი ამოცანა და პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა როცა მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო. იმისთვის რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან სწორად დავგეგმოთ ჩვენი განვითარების მომავალი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის მოხსენებიდან თეგზე #გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."