გიორგი მარგველაშვილი - აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია

გიორგი მარგველაშვილი - აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია

რუსეთის პროპაგანდისტულ-იდეოლოგიურ კამპანიაში ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატიც არის ჩართული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.

"საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, უკრაინის ომი 2014-ში, დნესტრისპირეთის პრობლემები, ყოველივე ეს არის მოსკოვის მიერ დამოუკიდებელი არჩევანისთვის ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ერის დასჯა. დღეს ჩვენი ამოცანაა რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების კონფრონტაციული პარადიგმიდან ამოსვლა და რუსეთთან თანასწორობის პრინციპებზე აგებული პოლიტიკის გაღრმავება და დადგენა. ჩვენი პარტნიორები უნდა ხვდებოდნენ, რამდენაც აქტიური ვართ ამ მიმართულებით, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობის განმუხტვას და ამ ძალისხმევაში ჩვენი პარტნიორების მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არ არის. საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობისას უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს არაწევრი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტერესებზე აქტიური მსჯელობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოც არის და ამ კამპანიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. "რბილი ძალით" საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს ჩამოაშორონ.

"ამ კამპანიაში ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატიც არის ხოლმე ჩართული. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის მოხსენებიდან თეგზე #გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."