"მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, სვანური წესით ავიღოთ სისხლი" - ვისი სამიზნე გახდა და რისთვის ემზადება მოროშკინა

"მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, სვანური წესით ავიღოთ სისხლი" - ვისი სამიზნე გახდა და რისთვის ემზადება მოროშკინა

"მე და ჩემი მეუღლე ინდივიდუალურ დაცვაზე გადავედით. ყველგან კამერები დავაყენეთ. მართალია კამერა ვერ დაგვიცავს, მაგრამ ოჯახის წევრებს მაინც ექნებათ საშუალება ამით დაადგინონ სიმართლე, რამე თუ მოხდება", - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ Ambebi.ge-ს განუცხადა. მოროშკინას თქმით, მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს დაჭრილი გიორგი გუდაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, მუქარის შემცველი წერილები მიიღო.

"17 თებერვალს, როცა გიორგი გუდაძე დაჭრეს, მე ვილაპარაკე დამკვეთზეც, სავარაუდო მკვლელზეც, მაგრამ არ ყოფილა არანაირი რეაგირება.  სწორედ იმ პერიოდში ქალაქიდან გაუშვეს რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება, ვისაც უთხრეს, თითქოს ჩემს გამო ატოვებინებდნენ ქალაქს. მე საერთოდ არ ვიცოდი მანამდე ამ ადამიანების სახელები, ისინი არ არიან ის პირები, ვის შესახებაც ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ შსს-ს გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად მხდის გარკვეული ჯგუფების სამიზნედ? ვიცი, არსებობს გარკვეული ადამიანების სია, რომელიც ძალიან ნერვებს უშლით და მეც ვარ ამ სიაში.

საინტერესოა, ვის დასჭირდა კრიმინალებისთვის იმის თქმა, რომ ლალი მოროშკინას დავალებით ატოვებინებენ ქვეყანას. კონკრეტული პოლიციელები ვიცი, ვინც ეს თქვა, ვის სჭირდება ეს - ამაზე დიდი კითხვის ნიშანი მაქვს. პოლიციას კონკრეტული გვარები, სახელები და თანამდებობები მივაწოდე. ყველაფერი გავაკეთე, რაც უნდა გააკეთოს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქემ, მაგრამ რა? არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ, რადგან მე ვერ მიცავს პოლიცია, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, სვანური წესით ავიღოთ სისხლი, რამე თუ მოგვივა. იმაზე აღარ ვფიქრობთ, ციხით დავამთავრებთ თუ როგორ? სხვა ბერკეტი აღარ არსებობს, სახელმწიფო არ გვიცავს, მე მუქარის წერილები მომივიდა იმ ბიჭების ოჯახებიდან, ვინც გაუშვეს ქალაქიდან, გადამკიდეს ადამიანები, ვისი გვარ-სახელიც პირველად გავიგე. სპეციალურად გამხადეს სამიზნე. მე და ჩემი მეუღლე ინდივიდუალურ დაცვაზე გადავედით. ყველგან კამერები დავაყენეთ, მართალია კამერა ვერ დაგვიცავს, მაგრამ ოჯახის წევრებს მაინც ექნებათ საშუალება ამით დაადგინონ სიმართლე, რამე თუ მოხდება. საზარელ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ საომარ ვითარებაში, როცა ჯონი გიგანი ამბობს, რომ რამდენჯერმე ესროლეს და ერთხელაც არ დაკითხა პროკურატურამ, როგორ უნდა ვთქვა ყველაფერი კარგად მიდის? არც ვიტყვი ამას, ჩემს ქალაქში გამოცხადებული ომია", - ამბობს მოროშკინა Ambebi.ge-სთან საუბარში.

ასევე იხილეთ| რა ჯდება საქართველოში "ქილერების" დაქირავება, რომლებმაც გახმაურებული მკვლელობები ჩაიდინეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."