ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მას სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ხელი არ ჩამოართვა. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი ვალდებული იყო პირველივე შემხვედრი დეპუტატისთვის ხელი ჩამოერთვა.

"პრეზიდენტმა მე ხელი არ ჩამომართვა, როდესაც პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი როცა შემოდის დარბაზში ვალდებულია ხელი ჩამოართვას პირველივე შემხვედრ დეპუტატს. განაწილების მიხედვით პირველები მე და დავით ბერძენიშვილი ვიყავით. ვინც კი მოდის პარლამენტში, ამ წესს იცავს და მან ეს წესი დღეს დაარღვია. როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის თვალებში შეხევდა და ხელის ჩამორთმევა", - განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე განცხადებით, პრეზიდენტს გამოსვლისას ეტყობოდა, რომ გარკვეული პირების მიმართ უკმაყოფილო იყო, თუმცა მას ამ პირების სახელები არ დაუსახელებია.

"ის უკმაყოფილოა რაღაც საკითხებით, ვიღაც პირთა მიმართ, მაგრამ ბოლომდე არ ასახელებს მათ. ჯობდა, რომ დაესახელებინა ისინი, თუკი ამ პროცესს იწყებდა", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."