თინა ხიდაშელი - ველი, პრეზიდენტი მოახერხებს შედეგიან დიალოგს პრემიერთან და აქ ცარიელი სკამები აღარ იქნება

თინა ხიდაშელი - ველი, პრეზიდენტი მოახერხებს შედეგიან დიალოგს პრემიერთან და აქ ცარიელი სკამები აღარ იქნება

ველი, პრეზიდენტი მოახერხებს უფრო ეფექტიან, შედეგიან პოლიტიკურ დიალოგს პრემიერთან და მომავალ წელს აქ ცარიელი სკამები აღარ იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატმა თინა ხიდაშელმა გააკეთა, რომელმაც პრეზიდენტის საპასუხოდ ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" სახელით ისაუბრა და როგორც ამ კონტექტში აღნიშნა, საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელია.

ხიდაშელი ამბობს, რომ მთავრობისათვის განკუთვნილი ცარიელი სკამები თვალში მასაც ცუდად ხვდება.

"დღეს მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, როგორც გამაერთიანებლის და არა რომელიმე პარტიის ლიდერის. ეს ძალიან დიდი იშვიათობაა აქ, ამ დარბაზში, პარლამენტის ტიბუნიდან – როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ახერხებს იყოს პრეზიდენტი, გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი და გამხლეჩი, აკრიტიკოს და ისე გამოთქვას თავისი პოზიცია, რომ არავის უწოდოს მუმია და სხვა ცნობილი ტერმინოლოგია, რომელიც ხშირად გვესმოდა ხოლმე. მინდა გამოვეხმაურო ადამიანებს, ვისაც თვალში ცუდად გხვდებათ ცარიელი სკამები. მეც ნამდვილად ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც ცარილი სკამები თვალში ცუდად ხვდება. ველი, რომ პრეზიდენტი მოახეხებს უფრო ეფექტიან და შედეგიან პოლიტიკურ დიალოგს საქართველოს მმართველი გუნდის ლიდერთან, პრემიერთან და აქ ცარიელი სკამები აღარ იქნება. მოსახლეობას არ აინტერესებს ამას როგორ მოახერხებს პრეზიდენტი, მოსახლეობას შედეგი სჭირდება. ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, "ერთი თვის განმავლობაში მედია საუბრობდა არა იმაზე, თუ რა აქცენტებს გააკეთებდა პრეზიდენტი თავის გამოსვლაში, არამედ იმაზე, თუ რომელ სკამზე რომელი ადამიანი დაჯდებოდა, თუ არ დაჯდებოდა", რაც, მისივე განცხადებით, უნდა დამთავრდეს.

"ყველამ ერთად - პოლიტიკოსებმა, მედიამ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ვილაპარაკოთ იმ თემებზე, რაც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს და არა იმაზე, რასაც მოვიგონებთ, შევქმნით და მერე ეს გახდება იმ აურზაურის შედეგი, რომლის მონაწილეც ჩვენ ყველა ერთად ვართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს საუბარი წელს ამ გამოსვლით დასრულდება და მომავილი წლიდან სხვაგვარ ვითარებას მივიღებთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."