"იმედი მაქვს, როგორც საღი აზროვნების ადამიანი ამას არ გააკეთებთ" - გაბუნია პრეზიდენტს

"იმედი მაქვს, როგორც საღი აზროვნების ადამიანი ამას არ გააკეთებთ" - გაბუნია პრეზიდენტს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ პრეზიდენტს გოგი თოფაძის განცხადება შეახსენა, სადაც თოფაძე პრეზიდენტს მოუწოდებდა ლექციები წაეკითხა მედიის წარმომადგენლებისთვის.

"მოგმართავთ, როგორც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი. გოგი თოფაძემ გთხოვათ ლექციები წაუკითხოთ მედიას. ალბათ "რუსთავი 2"-ს გულისხმოდბა. იმედი მაქვს, როგორც საღი აზროვნების ადამიანი ამას არ გააკეთებთ. თუმცა, როგორც პრეზიდენტს, მინდა გკითხოთ, როდესაც მაუწყებლის შესახებ კანონს იღებდა პარლამენტი, მაშინ რატომ არ დაიცავით ჟურნალისტების უფლებები. ეს იყო მედიის დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და განსაკუთრებით ჩვენს ტელეკომპანიაში. მაშინ რატომ არ დაიცავით ჩვენი უფლებები?", - მიმართა გაბუნიამ.

გაბუნიას კითხვას, პრეზიდენტმა "მარტივად" უპასუხა:

"ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა დისკუსიები. მე შევხვდი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს. ვითარება არის შემდეგი. ის ცვლილებები, რომელიც თქვენს მიერ იყო გაპროტესტებული, რეალურად, ამ ცვლილებების პრობლემატურობას მხოლოდ "რუსთავი 2"-ი წარმოაჩენდა. პრეზიდენტის ვეტო რომელიმე კომპანიის ლობირება არ უნდა იყოს. პრეზიდენტის ვეტო უნდა იყოს მედიის დაცვა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ”ჩემზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება” - აპირებდა თუ არა პრეზიდენტი გადადგომას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."